Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

ორგანული მეღვინეობა და მევენახეობა კახეთში ახმეტაში

ჩვენ ”ახმეტას ღვინის სახლი”, ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი, ორგანული მეურნეობასა და ბუნებრივი ღვინის წარმოებას ვეწევით 2014 წლიდან. ამავდროულად CAUCASCERT -ის ბენეფიციარები ვართ, ეს  ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს ორგანულ პროდუქტების BIO სერტიფიცირებას, მათი სერთიფიკატი კანონიერად არის აღიარებული საქართველოში, ევროკავშირსა და შვეიცარიაში. შპს CAUCASCERT უკვე აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS- ის ISO-17065 შესაბამისად, იგი შესულია მესამე ქვეყნის ეკვივალენტური ორგანული სასერთიფიკატო სააგენტოების ჩამონათვალში (გთხოვთ, იხილოთ EC რეგულაციით 1330/2016). 2019 წლიდან ჩვენი ვენახები ბიო სერტიფიცირებულია. ხოლო 2020 წლის მოსავლიდან მიღებული ღვინოც BIO სერთიფიცირებული იქნება (http://caucascert.ge/ge/operators/operators-register).

ახმეტა გამოირჩევა შესანიშნავი მიკრო კლიმატით, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის სრულყოფილი განვითარების პირობებს. ჩვენი მწვანე კახურის და რქაწითელის ვენახები მდებარეობს 3 მდინარის - ილტოს, ალაზანისა და ორვილის გასწვრივ ახმეტის მიმდებარედ. 2015 წელს "საფერავის", "ხიხვის" და "ქისის" ვენახები გავაშენეთ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ და პირველი მოსავალიც უკვე მოვიწიეთ. მიირთვით ჩინებული ღვინო ახმეტიდან!

საფერავი 2015 წლის მოსავალი

კახური მწვანე 2015 წლის მოსავალი

რქაწითელი 2015 წლის მოსავალი

საფერავი 2016 წლის მოსავალი

კახური მწვანე 2016 წლის მოსავალი

რქაწითელი 2016 წლის მოსავალი