Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისაგან, მოწეული კახეთში, ახმეტაში გაშენებული  ვენახებიდან.

დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან და კლერტთან რვადღიანი კონტაქტის შემდეგ, განთავისუფლდა დურდოსაგან და დუღილი განაგრძო ქვევრში. დუღილის პროცესის დასრულების შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში დავარგებულია ქვევრში.

ღვინო მუქი ბროწეულის ფერია, ახასიათებს ჯიშური არომატი. მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით, დაბალანსებულია და  ხანგრძლივად გამყოლი დაბოლოებით გამოირჩევა.

ღვინო გაუფილტრავია.შესაძლებელია მცირედი კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა.

ღვინო, წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

სასურველია მიირთვათ +14-16°С