Akhmeta Wine House
ახმეტის ღვინის სახლიღვინის ტური მარანშიმარანი

დამზადებულია რქაწითელის ჯიშის რჩეული, ხელით მოკრეფილი ყურძნისგან, მოწეული კახეთში, ახმეტაში გაშენებული  ვენახებიდან. დაყენებულია ქვევრში, ბუნებრივ საფუარზე დუღილითა და ტრადიციული კახური ტექნოლოგიით. ჭაჭასთან ექვსთვიანი კონტაქტის შემდეგ დავარგებულია ქვევრში.

ღვინოს, რქაწითელის ჯიშისთვის დამახასიათებელი ქარვის ფერი გააჩნია, ბუნებრიობიდან გამომდინარე ოდნავ გამჭირვალეა, აქვს  სასიამოვნო ჯიშური არომატი, გაწონასწორებული, სრული და ხალისიანია, მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით.

ღვინო გაუფილტრავია.შესაძლებელია მცირედი, კეთილშობილი ნალექის წარმოქმნა.

წარმოების სპეციფიკური ქართული ქვევრის ტექნოლოგიის გამო, ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით.

სასურველია მიირთვათ +12-15°С